• თბილისი
  • 27°C
  • 28 მაისი, 2018
article

კახეთში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა

სოფელ ჩუმლაყში ფეხით მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას "სპექტრი.ჯი" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცი მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული.

შსს-ს განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ნიშნავს.

თეგები :