• თბილისი
  • 33°C
  • 25 ივნისი, 2018
article

"ჩემი 17 წლის შვილი ეგვიპტეში, სასტუმროს აუზში დაფეხმძიმდა"

რუსეთის მოქალაქე სვეტლანა კ. რომელიც ახლხანს 17 წლის შვილთან ერთად ეგვიპტიდან დაბრუნდა, აღშფოთებულია. Pesochnya.ru გაგზავნილ წერილში რუსეთის მოქალაქე წერს, რომ ის აღშფოთებულია ეგვიპტის ერთერთი სასტუმროს აუზის მომსახურე პერსონალის დაუდევრობის გამო.

„ - ყურადღებით ვადევნებდი თვალს ჩემს შვილს, ანნას, რათა მას ადგილობრივ არაბებთან სასიყვარულო ურთიერთობები არ დაეწყო. სასტუმროში, მუდამ ჩემს გვერდით იყო. თავად სასტუმროც შარმ-ალ-შეიხიდან 10 კმ. იყო დაშორებული. ზვიგენების გამო, არ ვბანაობდით ზღვაში, ვბანაობდით მხოლოდ სასტუმროს აუზში.

ყურადღება მივაქციე იმ ფაქტს, რომ აუზში, სადაც რომელიღაცა არაბული ქვეყნების მამაკაცები ცურაობდნენ, წყალს თითქმის არ ცვლიდნენ.

რაც ეგვიპტიდან ჩამოვედით ორი კვირა გავიდა და ფეხმძიობაზე ტესტმა დაადასტურა, რომ ჩემი ანა ფეხმძიმედაა! ე.ი. აუზში მოხვდა სპერმა. მხოლოდ ასე დაფეხმძიმდებოდა ჩემი შვილი."

სვეტლანა კ. წერს, რომ გამგზავრებამდე მან შვილს ფეხმძიმობაზე ტესტი ჩაუტარა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. თავად გოგონაც უარყოფს ვინმესთან სექსუალურ ურთიერთობას.

"-ეშმაკმა უწყის რას სჩადიან არაბი მამაკაცები აუზში, ჩვენ კი, რუსი ქალები, ამის გამო ვზარალდებით! თავიდანვე არ მომეწონა ეს აღმოსავლელი მამაკაცები, რომლებიც ასე გამომწვევად უყურებდნენ ჩემ შვილს. ის კი მხოლოდ 17 წლისაა! არ ვიცი ახლა როგორ მოვიქცე."

ქალაქ კიროვის მოქალაქე სასტუმროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

თეგები :