• თბილისი
  • 27°C
  • 24 სექტემბერი, 2018
article

სოფელ ზესხოში ხანძრის ლიკვიდაციას ცოცხალი ძალა ცდილობს

ადგილი, სადაც ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყის საფარი იწვის, სახანძრო ავტომობილებისთვის მიუდგომელია, რის გამოც, ცეცხლის ჩაქრობას ცოცხალი ძალა ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 120 მეხანძრე მაშველი მუშაობს. ხანძრის ქრობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის ჩართვა.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.