• თბილისი
  • 33°C
  • 25 ივნისი, 2018
article

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია

შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია. როგორც მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე განმარტავს, ზღვაში საშტორმო მდგომარეობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება. 

დღის მანძილზე ტალღის სიმაღლე აღარ მოიმატებს. ქარის სიჩქარე დაიკლებს. მისივე ინფორმაციით, დღის ბოლოს გამოიდარებს და ხვალ უნალექო ამინდი იქნება.

ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა. ძლიერმა ქარმა დააზარალა როგორც თბილისის, ასევე საქართველოს რეგიონების მოსახლეობა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის გამო ორი რეისი არ შესრულდა.

თეგები :