• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

"მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც ​საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ"

მარიხუანას კულტივაცია ის საკითხია, რომელზეც ​საპატრიარქოს უნდა მოვუსმინოთ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპატრიარქო არის საზოგადოების ნაწილი და წინამძღვარი, ამიტომ, ამ კუთხით, მისი აზრი უნდა გავითვალისწინოთ. მისივე განცხადებით,ყველა კანონის საჯარო განხილვა არის საჭირო, მით უმეტეს, თუ ეს ეხება საზოგადოებას.

ზურაბიშვილის განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია აუცილებელი იყო.

"მგონია, რომ აუცილებელი იყო ახალი კანონი. ის, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, არ არის ცივილიზებული ფორმა, როცა ციხეში სვამ და ამით ებრძვი ამ დაავადებას. საინფორმაციო კამპანია არ იყო იმ დონის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს არის მძიმე დაავადება და სენი ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეულ სოფელსა და სკოლაში უნდა გავაფრთხილოთ ჩვენი ახალგაზრდები, თუ რა საფრთხეები არსებობს“, – დასძინა ზურაბიშვილმა.