• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

"ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი გამოსვლას"

"მე ვარ ჩადრის, ბურკის და ნიქაბის აკრძალვის მომხრე, თორემ რაც შეეხება თავსაფარს, ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. მანდილი ისეთი თემაა - ეკლესიაში ხომ შედიხართ ქართველი მართლმადიდებელი ქალები მანდილით?“ - განაცხადა პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას.

კვიციანი საქართველოს პარლამენტში შეტანილი იმ კანონპროექტის ინიციატორია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე ნიქაბით და ბურკით გადაადგილების აკრძალვის ინიციატივით გამოდის.