• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

მინისტრის მოადგილე პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი პანკისის ხეობაში იმყოფებოდა, სადაც ადილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილობრივებს საშუალება მიეცათ, გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები პანკისისა და ხადორის ხეობებში დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების „ხადორის 3“-ის და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მხარეებმა გარემოზე ზემოქმედების საკითხებსა და ხეობაში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზეც ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა, ხეობის მოსახლეობასან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეს ინტენსიურ კომუნიკაცია.