• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

26 მაისს თბილისს ფინეთის პრეზიდენტი ეწვევა

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  გიორგი მარგველაშვილმა და საული ნიინისტომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისა და ვიზიტის დეტალები დღეს სატელეფონო საუბრისას შეათანხმეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საული ნიინისტოს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და 26 წლიანი პაუზის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტს თბილისში ისტორიული უწოდა.

პრეზიდენტებს შორის საუბარი ასევე შეეხო, საქართველო-ფინეთის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.