• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

მთავრობის კანცელარიასთან შესაძლოა დაპირისპირება მოხდეს

მთავრობის კანცელარიასთან ასობით პოლიციელი დგას. სამართალდამცველები მოსალოდნელი დაპირისპირების აღკვეთის მიზნით, მობილიზებულნი არიან. მათ კანცელარიასთან მისასვლელი აქვთ გადაკეტილი.

მიუხედავად იმისა რომ ლგბტ თემმა აქცია გააუქმა, მისი ცალკეული წარმომადგენლები და უბრალოდ, მხარდამჭერები შეკრებას მაინც აპირებენ. 
პარალელურად კი, ქართული მარში იყურება „კუნთებზე“.

აშკარად პრორუსული ძალა, მოფაშისტო განცხადებებით, კვლავ ემუქრება ჩვენს თანამოქალაქეებს, მათი განსხვავებულობის გამო. 

როგორ განვითარდება მოვლენები, უფრო ზუსტად 7 საათის შემდეგ გავიგებთ. 

სწორედ ამ დროისათვის აპირებენ შეკრებას ლგბტ თემის წარმომადგენელთა ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტები. 

შეგახსენებთ რომ 17 მაისი  ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

პარალელურად კი, საპატრიარქომ, ეს დღე, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღედ გამოაცხადა.