• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შს სამინისტროს მიერ წარდგენილი ცვლილებები დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით  დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის შეურაცხყოფასა და დაუმორჩილებლობაზე ფულადი ჯარიმები იზრდება. 

პროექტის თანახმად, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.

ამასთან,  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორცილება გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 4000 ლარამდე. მოქმედი ნორმით, აღნიშნული ქმედებებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 250-დან 2 000 ლარამდე.

თეგები :