• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

რომან გოცირიძე: ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას

"მთავრობა არის დამნაშავე იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება. რომ ამბობს, რომ დაიცავს ნებისმიერ ჯგუფს ძალადობისგან, ეს არის ცინიკური განცხადება და დაცინვა".


ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ პოლიციის კორდონით იქნება მოძალადეების მხრიდან დაცული მეორე მხარე, არაფერს არ ნიშნავს. 

„მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება, როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები და სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მიუძღვის მთავრობას“, –განაცხადა რომან გოცირიძემ

თეგები :