• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

"ამ შემთხვევაში, მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მოკვდება და დასამარდება"

„ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დღეს. პრეზიდენტის ამ განცხადებას კი, არერთგავროვანი შეფასებები მოჰყვა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, „პრესა.ჯი“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. 

- როგორ შეაფასებდით მარგველაშვილის ნატვრას, პუტინთან დიალოგის თაობაზე? 

- რა თქმა უნდა, მარგველაშვილი-პუტინის შეხვედრა არ უნდა შედგეს, რადგან რეალურად, ეს შეხვედრა არაფრის მომტანი არ იქნება ჩვენთვის. 

პირიქით, ეს, გარკვეულწილად, პუტინს მისცემს უპირატესობას, რომ ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ და მიუხედავად იმისა, რომ მან საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები დაარღვია და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა, გამოვთქვამთ მზადყოფნას დიალოგოსათვის. 

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მათი მსხვერპლია, ის ჩათვლის, რომ ჩვენ ვესწრაფვით მათთან შეხვედრას. 

რუსეთი არ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. ეს შეხვდრა კი, პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს. 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მარგველაშვილს, მეორედ გაპრეზიდენტებაში, პუტინის დახმარების იმედი აქვს და ამიტომ ნატრობს მასთან შეხვედრას? 

- თუ მარველაშვილი პუტინს გაურიგდა და მას იმედი აქვს რომ სწორედ რუსეთი დაუფინანსებს საარჩევნო კამპანიას, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. ამ შემთხვევაში, მარგველაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მოკვდება და დასამარდება. 

ამ შემთხვევაში, მარგველაშვილი, ვერასოდეს დაიმსახურებს ქართველი ხალხის კეთილგანწყობას, ისევე როგორც იმ ადამიანებმა ვერ დაიმსახურეს, ვინც რუსეთში გარკვეული მოლაპარაკებების მიზნით იყვნენ ჩასულები (ნინო ბურჯანაძე,  „პატრიოტთა ალიანსი“...). 
ასე რომ, გიორგი მარგველაშვილს კატეგორიულად არ ვეთანხმები რუსეთთან რაიმე სახის ურთიერთობის დაწყების გამო.