• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

კალაძე და კობახიძე კვირიკაშვილის წინააღმდეგ - ვინ მოიგებს ფარულ ომს?

„ქართულ ოცნებაში“ დაწყებული ფარული დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ე.წ. კალაძის კლანი კი, გადამწყვეტ ბრძოლას იწყებს პრემიერ კვირიკაშვილის წინააღმდეგ. 

თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების შედარებით ახალგაზრდა აქტივი პრემიერ კვირიკაშვილს აქტიურად უპირისპირდება. 

მათი ნაწილი კი, ქართული ოცნების შიგნით ღიად საუბრობს „ცვლილებების აუცილებლობაზე“. 

რა ხდება ოცნებაში? 

თბილისის მერს მეტი სურს, ვიდრე აქვს. მისი იდეაფიქსია როგორმე ახალგაზრდა ბიძინა გახდეს და პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს აკონტროლებდეს. 

ამისათვის, ბატონი კალაძე პრივატულ საუბრებში თავისივე ამბიციებსაც აჟღერებს და მიიჩნევს რომ „ოცნების გარეშეც შეეძლო თბილისის მერობის არჩევნების მოგება“. 

კალაძეს ზურგს უმაგრებს ირაკლი კობახიძე, რომელიც მას ჯერ კიდევ პარტიაში დაუახლოვდა. კობახიძე პრემიერ კვირიკაშვილს ერჩის და ამბობს რომ „ცვლილებები საჭიროა“. 

რა თქმა უნდა, ბატონი კობახიძე „ცვლილებებში“ საკუთარ თავს არ მოიაზრებს, არც იმპიჩმენტზე საუბრობს. 

მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, შესაძლოა შეთანხმებულიც - პრემიერ კვირიკაშვილის ჩამოშორება პოლიტიკური ასპარეზიდან. 

კალაძე-კობახიძის ტანდემი თვით ივანიშვილთანაც „ცდილობს სიტუაციის დალაგებას“. თუმცა, არაოფიციალურ მმართველს მმართველობის თავისი სტილი აქვს. უსმენს ორივე მხარეს და აკეთებს იმას, რაც თავად აწყობს და რაც ჯერ კიდევ გაგნსტერულ რუსეთში ისწვალა...

ქართული ოცნება კი, შეიძლება ითქვას რომ ორადაა გაყოფილი. მის ერთ ნაწილს კობახიძის დიქტატურის დამხობა სურს, მეორეს - კვირიკაშვილისათვის ფრთების შეკვეცა. 

ოცნებაში დაწყებული პარტიული აჯაფსანდალი ნათლად მეტყველებს ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე.

თითოეული ჩვენგანის გაღარიბების ხარჯზე, ჩინოვნიკები მდიდრდებიან.

ხელისუფრლებას ქვეყნის სამართავად არ სცალია და ვიწრო, მერკანტილურ ინტერესებზე ფლანგავს დროს და ბიუჯეტსაც. 

რას იზამს ივანიშვილი? 

მილიარდელს თავისი გასაჭირი აქვს. „უმადურმა ერმა“ არა და არ შეარგო ეკოლოგიური კატასტროფების ხარჯზე ასწლოვანი ხეების მოთხრა-გადარგვის დაუსრულებელი პროცესი. 

ბატონი ბიძინა, ალბათ, გულწრფელად გაკვირვებულია იმით რომ ხალხი აშკარად გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. 

როგორ, თუ დაპირებები ვერ შეასრულა, ნაციონალები ხომ მოაშორა ქვეყანას? ნუთუ ეს არ კმარა იმისათვის რომ ამ ღარიბ ქვეყანაში, ღატაკმა ადამიანებმა ბედნიერად იცხოვრონ?

როგორც ჩანს, ნამდვილად არ კმარა. მეტიც, დროც და საერთაშორისო პოლიტიკაც ახლა ივანიშვილის საზიანოდ მუშაობს. 

ხელისუფლება იცვლება. ხალხიც შეიცვალა და დიდი ცვლილებების დროც მოვიდა. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, სწორედ ამის მაგალითად იქცეს. 

ცვლილებების დაწყების შემთხვევაში, ივანიშვილი, უბრალოდ, იძულებული გახდება დათმოს ძალაუბლება, რათა მეტ-ნაკლები გარანტიები შეინარჩუნოს და საკუთარი საბანკო ანგარიშები დაყადაღებას გადაარჩინოს.  

თეგები :