• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

აშშ-ის დაზვერვა: „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში გლობალური საფრთხეების შესახებ საქართველოც არის ნახსენები. 

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის განგრძობითი ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.

დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თეგები :