• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

სერგო რატიანი: „ქართული ოცნების“ წევრები ვითარების გართულებას ერიდებიან

მას შემდეგ, რაც უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოითხოვს.

მისი თქმით, პოლონეთის შს სამინისტროში მას ჰკითხეს, აქვს თუ არა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის სურვილი.

„მე მათ ვუპასუხე, რომ პოლიტიკურ თავშესაფარს არ მოვითხოვ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"პრესა.ჯი" საპარლამენტო ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრ, სერგო რატიანს ესაუბრა:

- მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში დეპორტაციის შეფასებისას გამოითქვა აზრი, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური შეურაცხყოფა, რადგან მისი ექსტრადირება არ მოხდა საქართველოში. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი, მან იგნორირება გაუწია ქართული მხარის მოთხოვნას?

-პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს ეარის ერთმნიშვნელოვანი პოლიტიკური დევნა.  სამწუხაროა, რომ ეს დევნა დაიწყო საქართვლოში და ვერც საქართველომ, ვერც უკრაინამ თავი არ აარიდეს და პირიქით, გამოიყენეს პოლიტიკური დევნის მეთოდები. მართლაც პარადოქსული ამბავია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშილი მიმართ გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი და ეს იყო აშკარად პროპაგანდისტული ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ ყოფილი პრეზიდენტი არის დამნაშავე, თუმცა „ქართულ ოცნებას“ კარგად ესმის, რომ ამ განაჩენს აქვს ძალიან სუსტი ფაქტობრივი დასაბუთება და ამ საქმემ ნებისმიერ სასამართლოში შეიძლება წააგოს. ამის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანის მოთხოვნა და სხვა ნებისმიერ შემთხვევაშიც, საქართველოს ხელისუფლებისთვის საზიანო იქნებოდა. ამიტომაც, ერთმნიშვნელოვნად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წევრები  ვითარების გართულებას ერიდებიან.

-ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინის მხრიდან მიხეილ სააკშვილის პოლონეთში დეპორტაცია „ქართული ოცნების“ დამსახურებაა?

- არ ვიცი, რა იფიქრა "ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ცხადია, რომ ექსტრადირების პროცედურა იქნებოდა გრძელი და დროში გაწელილი, რაც პოლიტიკურად, ალბათ, მძიმე გადასატანი იქნებოდა. შესაბამისად, ყველაზე მარტივი გზა მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოსაშორებლად სწორედ ეს გზა იყო. ექსტრადიციის პროცედურა თავისთავად მოითხოვს სასამართლოს, რაც ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რომ დაეჭირათ, უნდა დაეწყოთ სასამართლო პროცესი, რაც გარკვეულ წილად ორ დღეში ვერ დამთავრდებოდა.

-მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან გაძევებამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაიმერისი უნდა გამართოს და საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციასთან ერთად ერთიანი კანდიდატი უნდა დააყენოს. რამდენად სერიოზულად მიიღეთ აღნიშნული მითითება?

-დღეს ეს თემა არ განიხილება და ამაზე საუბარი, უბრალოდ, არაკორექტული იქნება.

-ოპოზიციის მხრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა ისევ აქტუალური გახდა. მოახდინა თუ არა თქვენზე გავლენა მისმა ბოლო განცხადებებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით და რამდენად რეალურია რომ თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება?.

-ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაყენებდით. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ 6 თვე გავიდა და ამ დროის განმავლობაში არაფერი არ არის გამოძიებული. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენი ოპონენტების არგუმენტი იყო ის, რომ  ვაცალოთ გამოძიებას და ამდენი ხანი ვერაფერი ვერ გააკეთა. ამასთან ერთად, მძიმდება ჩვენი საერთაშორისო იმიჯის შელახვა ამ მიმართულებით და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი პოლიტიკოსების და საზოგადოების ღირსების საქმე, რადგან ამ ქვეყანაში ხდება ბინძური და სამარცხვინო ფაქტები. ეს არ იქნება საკითხი, რომელიც დავიწყებას მიეცემა და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.

-მოსალოდენელია, რომ „ქართული ოცნება“ ამჯერად დაინტერესდება საგამოძიებო კომისიის შექმნით, იმის გათვალისწინებით, რომ აფგან მუხთარლის ბრალდებები სწორედ პრემიერ-მინისტრს აყენებს ზიანს?

-„ქართული ოცნება“ არ არის დაინტერესებული აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებით, რაც ნიშნავს, რომ ისინი არიან დამნაშავეები. ხელისუფლების დანაშაული იკითხება იმაშიც, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ხელს აფარებს და არ იწყებს გამოძიებას. თავად რომ არ იყვნენ ჩართული, მაშინ სწორედ მათ ინტერესებში იქნებოდა, ამ საქმის ღია გამოძიება, რაც ხელს შეუწყობდა მათი პოზიციების დაცვა. გარწმუნებთ, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, საზოგადოებრივი წნეხი აუცილებლად გაჩნდება.

თეგები :