• თბილისი
  • 23°C
  • 27 მაისი, 2018
article

„ცოტა კისერი მტკივა, ეს ტკივილი გაივლის და უკრაინელ ოლიგარქებს კისერს მოვტეხ აუცილებლად“

მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას, - ამის შესახებ ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

„ჩემი მოშორების მცდელობა უბრალოდ განწირულია მარცხისთვის. მე ვრჩები უკრაინელ პოლიტიკოსად, ისევე როგორც ვრჩები ქართველად, და აუცილებლად აღვიდგენ უკრაინის მოქალაქეობას. გუშინდელი დაკავების შემდეგ ცოტათი კისერი მტკივა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს კისრის ტკივილი გაივლის, უკრაინელ ოლიგარქებს კი მე კისერს მოვტეხ აუცილებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების წამყვანი პირები ამ უკანონობისთვის პასუხს აგებენ.

„მე მაქვს შესაბამისი გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა იმუშაოს ციხეებმა, ამიტომ მე ვპირდები პეტრო პოროშენკოს, იური ლუცენკოს, არსენ ავაკოვსა და რინატ ახმეტოვს, რომ ისინი უკრაინის ციხეებში მოხვდებიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

თეგები :