• თბილისი
  • 27°C
  • 20 ივნისი, 2018
article
სარეკლამო ადგილი - 112
750 x 110

ცხრა შავკანიანის რასობრივად მოტივირებული მკვლელობისთვის, დინალ რუფს სიკვდილით დასჯიან

სარეკლამო ადგილი - 203
200 x 120
ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიაში ცხრა შავკანიანის რასობრივად მოტივირებული მკვლელობისთვის დინალ რუფს სიკვდილით დასჯიან.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პირს რასობრივად მოტივირებული დანაშაულის გამო დასჯიან.

როგორც BBC იტყობინება განაჩენის გაგების შემდეგ რუფმა ადვოკატების გამოცვლა და საქმის ხელახლა განხილვა მოითხოვა. ის ასევე ითხოვს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალონ.

21 წლის რუფმმა 2015 წლის 17 ივნისს, ცეცხლი გაუხსნა ეკლესიის გუნდს, რომელიც ბიბლიას სწავლობდა.

მსჯავრდადებული ჩადენილის გამო სინანულს არ გამოხატავდა:

"თავს ისე ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა და ახლაც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი".

დანაშაულის აღიარების შემდეგ, რუფმა პოლიციას განუცხადა, რომ მას რასობრივი ომის წამოწყება სურდა. დილან რუფი რასისტია, რომელსაც სჯერა თეთრკანიანთა უპირატესობის ნებისმიერ სხვა ადამიანზე. მას ბრალი 33 მუხლით აქვს წაყენებული.


თეგები :