• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

"ლადო ცუდი შეყვარებული იყო, სხვა გოგოებთან დადიოდა, მაგრამ ანას ის მაინც ძალიან უყვარდა"

ლადო კარგი შეყვარებული, ერთგული არ იყო, ამიტომაც ჩამომიყალიბდა მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, - განაცხადა სასამართლოს სხდომაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის პროცესზე ნაცვლიშვილის მეგობარმა, დარეჯან თათარაშვილმა.

როგორც ის თავის ჩვენებაში ამბობს, ანას და ლადოს ურთიერთობას არასდროს ემხრობოდა, რადგან გრიგალაშვილის პიროვნება მისთვის არასანდო იყო.

"სრულიად უმიზეზოდ შორდებოდა, აუხსნელად ტოვებდა, სხვა გოგოებთან მიდიოდა. ეს ადამიანი პიროვნულადაც არასდროს მომწონდა, არასანდოდ მიმაჩნდა. ჩემში ეჭვს იწვევდა რომ მას მეგობრებიც არ ჰყავდა, ეჭვს იწვევდა, თუ რატომ არ იცნობდა მათ ანას", - განაცხადა თათარაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა სწორედ გრიგალაშვილმა ჩაიდინა.

"ანა ცოტა ადამიანს ენდობოდა, ამიტომ შეუძლებელი იყო, ის დილის 5 საათზე სხვას გაყოლოდა. არასდროს სხვა დროს გრიგალაშვილს არ შეშინებია ანა მის ზარებს რატომ არ პასუხობდა.

ანას ძალიან უყვარდა ლადო, იმდენად ძალიან რომ ეს მიკვირდა კიდეც. ანას ცხოვრებაში სხვა მამაკაცი, ბიჭი არ არსებობდა", - განაცხადა თათარაშვილმა.

თეგები :