• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა აშშ-ის ისტორიაში, რომელშიც ქართველი ჰაკერი ფიგურირებდა

2 საინფორმაციო სააგენო, 7 საფინანსო კორპორაცია და 100 მლნ. დაზარალებული, - ასეთი იყო მასშტაბი სასამართლო პროცესისა, რომელიც დაკავშირებულია ჰაკერების მიერ ჩატარებულ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილ კიბერთავდასხმასთან ამ ტიპის დანაშაულებრივ საქმიანობაში.

კრიმინალურ საქმიანობაში ჩარეულნი აღმოჩნენ ამერიკის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ჰაკერთა ჯფუფში მყოფნი ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე, წარმოშობით ქართველი გარი შალელაშვილი (იგივე Gery Shalon) აღმოჩნდა, რომელმაც ამერიკის სპეცსამსახურები, თამამად შეიძლება ითქვას, რომ გააოგნა, რადგან გარისა და მისი მეგობრების მიერ ჩატარებული თავდასხმა ამერიკის ფედერალურმა პროკურორმა ყველაზე დიდ კიბერ შეტევად და ფინანსურ მონაცემებზე დაუფლების „გარღვევად“ შეაფასა.

საქმეში ეჭვმიტანილების ქმედებები ახალი ტიპის ფინანსური დანაშაულის წარმოქმნაზე მიუთითებს: მაღალკვალიფიციური კომპიუტერული თავდასხმა, ინფორმაციის მოპარვისთვის, რომელიც საზოგადოებისთვის მიუწვდომელი და კონფიდენციალურია“, - აღნიშნა პრიტ ბხარარმა.

მათი პირველი „მსხვერპლი“ 2014 წელს ამერიკის ყველაზე დიდი ბანკი JP Morgan Chase&Co აღმოჩნდა. გარიმ და მისმა მეგობრებმა, JP Morgan-ის სერვერი გატეხეს, საიდანაც 81 მლნ. ამერიკელის პირადი ინფორმაცია მიითვისეს.

როგორც აღმოჩნდა, გარის და მის მეგობრებს მსოფლიოს 15 ქვეყანაში განთავსებული ჰქონდათ სერვერები, რათა მათი ვინაობა დაემალათ და 81 მილიონი ადამიანის პირადი ანგარიშებიდან თანხებს ითვისებდნენ, ხოლო აღნიშნული თანხების გასათეთრებლად გაკეთებული ჰქონდათ არალეგალური ბიტკოინების ბირჟა - Coin.mx, რისი მეშვეობითაც თანხების გადატვირთვა ხდებოდა საქართველოს, შვეიცარიის, კვიპროსისა და ესტონეთის ბანკებში. ჯამში მათ 450 მილიონი დოლარის მითვისება შეძლეს, რაც სამართალდამცველებმა დაკავების შემდე ჩამოართვეს.

ასევე, ჰაკერთა ჯგუფის მიერ დაზარალებულ კომპანიებს შორის იყო Wall Street Joual, E*Trade Financial და Scottrade.

მაშინდელმა ამერიკის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ეს დანაშაული რუსეთის სპეც სამსახურებს დააბრალა და გამოძიება დაიწყო, თუმცა 2015 წელს ფე ბე ერ-მა გარი შალელაშვილი ისრაელში, მის საკუთარ სახლში დააკავა, რის შემდეგად გარიმ დანაშაული აღიარა.

გარი შალელაშვილი საქართველოში დაიბადა და ის 14 წლის იყო როცა ისრაელში საცხოვრებლად გადავიდა. ამჟამად ის სასჯელს იხდის ნიუ-იორკის ციხეში. შალელაშვილს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.