• თბილისი
  • 25°C
  • 21 მაისი, 2018
article

პაშა ბანკი ბიას მიერ ორგანიზებული მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმის პარტნიორია

15-16 მაისს ბია“– ორგანიზებით და პაშა ბანკის პარტნიორობით სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნეს ფორუმი – „საქართველო - შესაძლებლობების ქვეყანა“ გაიმართა.

ფორუმი მიზნად ისახავდა რეგიონში საქართველოს ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად პოზიციონირების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის მიმოხილვას და მეწარმეებისთვის ფინანსირების იაფი წყაროების გაცნობას.

„მოხარული ვართ, რომ პაშა ბანკი საინვესტიციო ბიზნეს - ფორუმზე წელსაც პარტნიორის სახით არის წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მოვიძიოთ ახალი პარტნიორები.“ - აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკის კომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

ფორუმის ფარგლებში პოტენციურ ინვესტორებს საშუალება მიეცათ მთავრობის და ბიზნესის პირველი პირებისგან გაცნობოდნენ მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ენერგეტიკაში, ტურიზმში, უძრავ ქონებაში და სოფლის მეურნეობაში. ადგილობრივ ბიზნესებს კი ჰქონდათ საშუალება მოესმინათ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციების, კაპიტალის ბაზრების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული და კერძო კაპიტალის ექსპერტებისთვის.

ფორუმი სიტყვით გახსნეს EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ და ბიას გენერალურმა დირექტორმა აიეტ კუკავამ. გამომსვლელებს შორის იყვნენ წარმომადგენლები სამთავრობო სექტორიდან: ირაკლი ქარსელაძე - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ასევე, საერთაშორისო კომპანიებიდან: S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging MarketsOmidyar NetworkFinance-in-MotionBlueOrchard Finance, ESPA და სხვა.

საინვესტიციო ფორუმმა 500-მდე დელეგატს უმასპინძლა, მათ შორის ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და ბიზნესმენებს, სამთავრობო პირებს, საელჩოების, სავაჭრო პალატების და ასოციაციების წარმომადგენლებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან, ამერიკიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

2017 წლის საინვესტიციო ფორუმის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://youtu.be/0sR7MBGRf0Y


თეგები :