• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

ჰავაიზე ვულკანის სანახავად მისული ტურისტები დაშავდნენ(ვიდეო)

ჰავაის კუნძულზე ვულკანი "კილაუეა" მძვინვარებს.

ოკეანეში ჩაღვრილი ლავის ნაწილი ტურისტების გემს მოხვდა, რის გამოც 23 ადამიანი დაშავდა. ტურისტები ვულკანის სანახავად იყვნენ მისულები, რა დროსაც ლავა ამოიფრქვა.

ვულკანი კილაუეა ივნისის დასაწყისში ამოიფრქვა და ლავამ უკვე ოკეანემდე ჩააღწია. ოკეანის წყალთან შეხების შემდეგ, ტოქსიკური ღრუბელი წარმოიქმნა.

კუნძულების ხელმძღვანელობამ რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია გამოაცხადა.


თეგები :