• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

კიევში საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

კიევში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. კონსტიტუციის მოედანზე, უმაღლეს რადასთან ომის ვეტერანები და მაღაროელები შეიკრიბნენ. ისინი მათზე დაწესებული შეღავათების გაუქმების წინააღმდეგ გამოდიან.

საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. მანიფესტანტთა ჯგუფმა სამართალდამცავთა კორდონის გარღვევა შეძლო.
დემონსტრანტებმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან დაცვის კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეჭრა სცადეს. პოლიციელებმა მათ შესაჩერებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ჩხუბის დროს 5 სამართალდამცველი დაშავდა. ერთი დემონსტრანტი კი დააპატიმრეს.

ამ დროისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დეპუტატები აქციის ორგანიზატორებთან მოლაპარაკებებს მართავენ. პარლამენტის შესასვლელებთან კი დაცვა გააძლიერეს. რადა მთლიანად სპეცრაზმის ალყაშია.


თეგები :