• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ტრამპის ადვოკატი: კიმ ჩენ ინი ტრამპთან შეხვედრას მუხლებზე დაჩოქილი ითხოვდა

თეთრი სახლის ხელმძღვანელის ადვოკატის, რუდოლფ ჯულიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "დაჩოქილი" ითხოვდა ამრიკული მხარისგან შეხვედრას პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

„მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს ვიცე პრეზიდენტს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს. ისინი გვემუქრებოდნენ ბირთვული ომით, რომელშიც გამარჯვებას წინასწარმეტყველებდნენ. ჩვენ გადავდეთ სამიტი ამ მიზეზებით. რის შემდეგაც კიმ ჩენ ინი მუხლებზე დადგა და დაგვიწყო ხვეწნა. ეს ზუსტად ის პოზიციაა რაც მან დაიმსახურა“ - განაცხადა ჯულიანმა ისრაელში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას.

პირველი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტერამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის, 12 ივნისს, სინგაპურში შედგება.

თეგები :