• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას დღეს ჩაბარდება

ჰოლივუდის ყოფილი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი დღეს ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდება. სავარაუდოდ, მას სექსუალური ძალადობის ბრალს მხოლოდ ერთ ეპიზოდზე წაუყენებენ, რაც 25 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება შარშან ერთ-ერთი მსახიობის, ლუსი ევანსის ბრალდებების საფუძველზე დაიწყო.

პარალელურად, ვაინშტეინის წინააღმდეგ საქმე ლონდონშიც აღიძრა.

საერთო ჯამში, კი ყოფილი პროდიუსერი სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში 80-მდე ქალმა დაადანაშაულა. უმეტესობა მისი კინოსტუდიის თანამშრომელი და ჰოლივუდის ვარსკვლავია.