• თბილისი
  • 26°C
  • 19 აგვისტო, 2018
article

თურქეთმა ერაყის ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში ექვსი ადამიანის „ნეტრალიზაცია“ მოახდინა.

თურქული ავიაციის მსხვერპლი გახდა ქურთისტანის მშრომელთა პარტიის ექვსი წევრი, რომელთაც მეზობელ სახელმწიფოში მფარველობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ანკარის მიერ გამოყენებული ტერმინი - "ნეიტრალიზებული" გამოიყენება არა მხოლოდ ლიკვიდირებული მოწინააღმდეგის მიმართ, არამედ იმ პირებზეც, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ან იყვნენ ტყვედ აყვანილები.

ქურთისტანის მშრომელთა პარტია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და მისი საქმიანობა მრავალი წლის განმავლობაში იდევნება ხელისუფლების მიერ.

თეგები :