• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ამერიკელი მწერალი ფილიპ მილტონ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

უდიდესი ამერიკელი მწერალი ფილიპ მილტონ როთი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როთის ახლო მეგობარის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

30-ზე მეტი წიგნის ავტორს საყოველთაო აღიარება „მშვიდობით, კოლუმბუს“-მა და „პორტნოის სინდრომმა“ მოუტანა. რომანისთვის „ამერიკული პასტორალი“ კი, ფილიპ როთმა პულიცერის პრემია მიიღო.

ფილიპ როთმა ბოლო წიგნი 2010 წელს გამოსცა, 2012 წელს კი თქვა, რომ რომანის დაწერას აღარ აპირებდა. ამის შემდეგ, 2014 წელს როთმა განაცხადა, რომ ის საჯარო გამოსვლებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა - „გარანტიას გაძლევთ, ეს არის ჩემი ბოლო გამოჩენა ტელევიზიაში, აბსოლუტურად ბოლო - ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ადგილას“.

ფილიპ როთს მიღებული ჰქონდა ამერიკის ნაციონალური წიგნის ჯილდო, ხელოვნების ეროვნული მედალი და ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის უმაღლესი ჯილდო – "ოქროს მედალი მხატვრულ ლიტერატურაში“.


თეგები :