• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

ერევანში დღეს საპროტესტო აქციები განახლდა

მოქალაქეები მსვლელობით დაიძრნენ ცენტრალური მოედნისკენ, სადაც პოლიციას გზები აქვს გადაკეტილი. ქალაქში შეყვანილია მძიმე ტექნიკაც.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ძალაუფლების მმართველი პარტიის ხელში დარჩენის შემთხვევაში მხოლოდ სარგსიანის წასვლა არაფერს შეცვლის.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ხალხის რჩეული უნდა იყოს ხავერდოვანი რევოლუციიდან. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მასა და პრემიერობის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანს შორის შეხვედრაც ჩაიშალა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი არმენ სარგსიანი 23 აპრილს, საპროტესტო აქციების მე-11 დღეს გადადგა. ერევანში პროტესტი მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. მოქალაქეები სარგსიანს, მას შემდეგ, რაც ორი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ძალაუფლება მაინც შეინარჩუნა, დიქტატორად მოიხსენიებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ.

თეგები :