• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

აქციის მეათე დღე სომხეთში- დაკავებულია 300-მდე ადამიანი

სომხეთში საპროტესტო აქცია გრძელდება. სამართალდამცველებმა დემონსტრაციების ორგანიზატორი ნიკოლ პაშინიანი, რომელიც გუშინ დააკავეს, გაათავისუფლეს.

პაშინიანი მომხრეებს შეუერთდა. ამ წუთებში ასეულობით ადამიანი ერევნის ცენტრალური ნაწილისკენ მიემართება. მათი მოთხოვნა უცვლელია, მომიტინგეები პრემიერ მინისტრ სერჟ სარქისიანს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

პროტესტი სომხეთში უკვე მეათე დღეა გრძელდება. აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს. დაკავებულ აქტივისტთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.

სომხეთში მიმდინარე აქციებს ევროკავშირი ეხმიანება. ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესმდივანი, მაია კოჩიანჩიჩი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს სომხეთში შექმნილ ვითარებაზე.

"შეკრების თავისუფლების მშვიდობიანად და კანონთან შესაბამისად გამოყენება წარმოადგენს ყველა ადამიანის უნივერსალურ და ფუნდამენტალურ უფლებას. ევროკავშირი სომხეთის მთავრობისგან მოელის ამ უფლების სრულ პატივისცემას და კანონის სამართლიანად და პროპორციულად გამოყენებას, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ევროპული კონვენცია. დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც დააკავეს მაშინ, როცა კანონის შესაბამისად სარგებლობდა შეკრების თავისუფლების თავისი ფუნდამენტური უფლებით. უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება და პასუხისმგებლობით იმოქმედოს. აუცილებელია მხარეების მომცველი დიალოგი, რომლისკენ მოწოდებაც პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა გამოთქვა და რომელიც მიზნადაისახავს შექმნილი ვითარების დაუყოვნებელ და მშვიდობიან გადაჭრას. ამდენად, იმედგამაცრუებელი და შემაშფოთებელია ის, რომ პრემიერმინისტრ სერჟ სარგსიანსა და დეპუტატ ნიკოლ პაშინიანს შორის გამართულმა დიალოგმა ვერ აღკვეთა ესკალაცია,"- წერია განცხადებაში.

თეგები :