• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

სომხეთში პროტესტი გრძელდება- დაკავებულია 70-ზე მეტი ადამიანი

ერევნის ცენტრალური ქუჩებიის ბლოკირების შემდეგ აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბნებში მცირე ჯგუფებად მოძრაობენ და პატარა ქუჩების დაკავებას ცდილობენ.

მთელ ქალაქში მობილიზებულია პოლიციის გაძლიერებული კონტინგენტი. ხდება მცირე დაპირისპირება, თუმცა სერიოზული ინციდენტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

პარალელურად სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ ეტაპზე სამართალდამცველებმა უკვე აქციის 70- ზე მეტი მონაწილე დააკავეს. კონსოლიდირებული მასშტაბური მსვლელობები, მცირე ჯგუფების გადაადგილებამ ჩაანაცვლა, რომელთა განცხადებით, მითითებას არა ოპოზიციური პარტიებისგან იღებენ, არამედ თავად მოქმედებენ - მშვიდობიანი ნაბიჯებით.

ერევანში საპროტესტო აქციები 13 აპრილიდან მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც სომხეთის პრემიერმინისტრად ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის არჩევას ეწინააღმდეგებიან.

თეგები :