• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

კომპანია Starbucks-ი 29 მაისს 8000 ობიექტს დახურავს

კომპანია Starbucks-ი რასიზმთან დაკავიშირებით, თანამშრომლების გადამზადებას გეგმავს, სწორედ ამიტომ კომპანია 29 მაისს 8000 ობიექტს დახურავს.

ეს ნაბიჯი მოჰყვა ინციდენტს, როდესაც ერთ-ერთ ობიექტზე 2 შავკანიანი დააკავეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მეგობარს ელოდებოდნენ, არ უკვეთავდნენ არაფერს და ერთ-ერთმა მოქალაქემ ამის გამო პოლიცია გამოიძახა, რასაც შემდგომში Starbucks-ის საწინააღმდეგო აქციები მოჰყვა და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბოდიშიც მოიხადა.

,,ბოლო რამდენიმე დღე ფილადელფიაში გავატარე ჩემს ტოპ-მენეჯერებთან ერთად იმისთვის, რომ გავაანალიზოთ სად დავუშვით შეცდომა და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ მის გამოსასწორებლად'' - განაცხადა Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ ჯონსონმა

თეგები :