• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჰერბერ მაკმასტერის გაათავისუფლებას აპირებს

დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჰერბერ მაკმასტერის გაათავისუფლებას აპირებს.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ცნობილია, რომ მაკმასტერი პოსტს უახლოესი დღეების განმავლობაში არ დატოვებს.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, გაეროში აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ჯონ ბოლტონი და კეიტ კელოგი ახალ მრჩევლებად განიხილებიან.

13 მარტს, დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონი გაათავისუფლა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეის საკითხის რეგულირებაზე განსხვავებული დამოკიდებულება გახდა.

ჰერბერტ მაკმასტერი ეროვნული უსაფრთხოების სფეროში დონალდ ტრამპის მრჩევლად 2017 წლის თებერვლიდან მუშაობს. მან მაიკლ ფლინი ჩაანაცვლა.

თეგები :