• თბილისი
  • 34°C
  • 20 ივლისი, 2018
article

მაიამიში ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა (ვიდეო)

10-მდე დაღუპული და რვა დაშავებული, – ასეთია ბოლო ინფორმაცია მაიამიში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ფლორიდას საერთაშორისო უნივერსიტეტთან ფეხით მოსიარულეთა ხიდი ადგილობრივი დროით 13:30 საათზე ჩაინგრა.

ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ხიდი საავტომობილო გზის თავზე იყო აშენებული. ნანგრევებში რამდენიმე ავტომანქანა მოყვა.

ხიდის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ იყო. 950-ტონიანი კონსტრუქცია მაიამიში რამდენიმე დღის წინ ააწყვეს. ხიდის ოფიციალური გახსნა 2019 წელს იგეგმებოდა. მისი აშენება აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტს 14 მილიონი დოლარი დაუჯდა.

თეგები :