• თბილისი
  • 32°C
  • 24 ივნისი, 2018
article

Washington Post: ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 50 ტერორისტი საქართველოშია

Washington Post-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 50 ტერორისტი საქართველოშია.

სტატიაში მოყვანილია Soufan Center-ისა და "გლობალური სტრატეგიის ქსელის“ კვლევა, რომლის თანახმადაც, ISIS-ის დამარცხების შემდეგ, სამშობლოში 5600 მებრძოლი უკვე დაბრუნდა. Soufan Center-ის კვლევის სახელწოდებაა "ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლები და დაბრუნებულებისგან მომავალი საფრთხე“.

დოკუმენტში მოყვანილი მონაცემების თანახმად, საქართველოდან ერაყსა და სირიაში ჯიჰადისტების რიგებში საბრძოლველად 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა, მათგან დაახლოებით 50 სამშობლოში დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი, დღემდე რჩება ცხელ წერტილში.

როგორც გამოცემა წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცნენ „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებულ წევრებს – ბევრი დააპატიმრეს, ზოგს კი შესაძლოა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

„მართალია,დაბრუნებულ მებრძოლებს პირდაპირ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა რომელიმე ტერორისტულ თავდასხმასა ან საფრთხეზე, თუმცა ისინი შესაძლოა, გახდნენ შთაგონების წყარო ან მაგალითი მათთვის, ვინც რადიკალიზაციის გზას ადგას“, – წერს გამოცემა.

თეგები :