• თბილისი
  • 30°C
  • 24 მაისი, 2018
article

„მე მეან-გინეკოლოგი ვარ და სწორედ ამიტომ, არასოდეს გავაჩენ ბავშვს“

ლეა ტორესი მეან- გინეკოლოგია. მან უამრავი ქალი ამშობიარა, მაგრამ  თავისთვის მიიღო გადაწყვეტილება - არასოდეს გაეჩინა ბავშვი. 

ექიმის სიტყვები შოკისმომგვრელია. ლეა თვლის, რომ ორსულობა საშინელი გამოცდაა. ტორესი გულწრფელად გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ქალები მზად არიან ორჯერ , სამჯერ და ზოგჯერ მეტჯერაც გამოსცადონ გულისრევა და საშინელი ტკივილები. 

ერთხელ მეან- გინეკოლოგმა სთხოვა პაციენტს წერილობით გადმოეცა სიმართლე ორსულობის შესახებ. აი რა დაწერა მან: 

„რომ არა ჩემი დიდი სურვილი ბავშვის ყოლისა, ალბათ არასდროს მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. არ ვადანაშაულებ არავის, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ არასოდეს იყოლიოს ბავშვი, რადგან ორსულად ყოფნა- საშინელებაა...

გულისრევა მუდამ თან დამსდევს. ეს ჩემი მესამე მშობიარობაა. ახლა 37-ე კვირაზე ვარ და კიდევ მაქვს გულისრევის შეგრძნებები. ისევ ცრემლები... ტირი ყოველდღე -უმიზეზოდ. როდესაც იღლები ტირილისაგან- მეუღლეს ეჩხუბები უმიზეზოდ, რათა კიდევ გქონდეს ტირილის მიზეზი.
ზოგჯერ ჰაერი არ გყოფნის, ძლივს მოძრაობ, ყველაფერი გტკივა...

მშობიარობა - ყველაზე საუკეთესო მომენტია, რადგან ყველანაირი ტკივილი ქრება. თავს გრძნობ შესანიშნავად არა იმიტომ, რომ შვილის მიმართ დიდ სიყვარულს განიცდი, არამედ იმიტო, რომ როგორც იქნა გათავისუფლდით ერთმანეთისგან. 

მიყვარს ჩემი შვილები ყველაზე მეტად და სწორედ ამ მიზეზით გავდივარ ამ ჯოჯოხეთს მესამეჯერ. ბავშვებმა ჩემი ცხოვრება სრულფასოვანი გახადეს, მაგრამ არასოდეს ვიტყვი, რომ ორსულობა ყველაზე მაგიური და მშვენიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში“. 

ჩვენს საზოგადოებაში ორსულობა და მშობიარობა აღიქმება ქალის მოვალეობად. მართალია ყველასათვის ცნობილია რისკები, მაგრამ მაინც იღებენ გადაწყვეტილებას. უბრალოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თუ ქალს არ სურს ბავშვის გაჩენა - ეს ნორმალურად უნდა აღიქმებოდეს საზოგადოების მხრიდან. .ლეა ტორესს ესმის, რომ ორსულობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე შეუძლებელია დედად გახდომა, მაგრამ მას მაინც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ამაში პირადად მონაწილეობა არ მიიღოს. 

თეგები :