• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

„როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა, ეს დაღუპვის გზა არის“

შევთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა და სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტები დალოცა.

პატრიარქმა მათ სულიერი სიძლიერე უსურვა და საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა.

„შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება, ნიჭი სწავლისა და სიყვარულისა. მე მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა, რომ სასულიერო სასწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა. უნდა შეინახო ეს გასაღები კარგად და გააღო ცოდნის და განათლების დარბაზი. შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს უფალმა სიბრძნე. სიბრძნის საწყისი არის ღვთის შიში. შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას . ჩემთან სწავლობდა საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავდა ოქროს მედალით. მაშინ პირველი წელი იყო როდესაც ოქროს მედალით აჯილდოვებდნენ, მაგრამ ის გამოვიდა ძალიან ვიწრო განათლებით ექიმი. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მოგცეთ დიდი განათლება ცოდნა. 

განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როდესაც ის არის მორწმუნე ადამიანის გონებაში. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ გააკეთოს. ურწმუნო ადამიანის გონებაში კი საშიშია განათლება. ამიტომ მივმართავ ჩვენს სტუდენტებს და ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე. იფიქრეთ სარწმუნოებასა და თავმდაბლობაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს - თუ ვინ გყავს. მე მახსენდება ჩემი მეგობრები აკადემიის და სემინარიის. ზოგიერთი მათგანი იყო ფილოსოფიური განათლებით და მათ იმოქმედეს ჩემზეც, სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს. 

ღმერთმა მოგცეთ საღი გონება მხიარულება, თავმდაბლობა და მორჩილება. არის შემთხვევები როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა და უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას.

თეგები :

პატრიარქი