• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

„2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი“

2020 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი სისტემის დანერგვა იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოხდება არსებული ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

„შესაბამისად, სისტემის ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლისთვის იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, განათლების რეფორმა ზოგადი განათლების მიმართულებით სკოლების ახალ მოდელს ითვალისწინებს.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსწავლეზე ორიენტირებული, ცვლილებებზე სწრაფად ადაპტირებადი სკოლა სისტემურად, ერთიანად ვითარდებოდეს მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით. სკოლის ახალი მოდელი ითვალისწინებს სკოლის დირექტორს, როგორც ლიდერს, მართვისა და სწავლების ახალ მოდელებს, გადამზადებულ პედაგოგებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას, ერთიან სასწავლო და ლაბორატორიულ პლატფორმას და უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს - სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და უსაფრთხო გარემოს შექმნას, რისთვისაც არაერთი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.