• თბილისი
  • 24°C
  • 26 სექტემბერი, 2018
article

''მე არ ვეთანხმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ უნივერსიტეტს აქვს ფინანსური პრობლემები”

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებიტ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას თავად საბჭოს წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ნანა დიხამინჯია აკრიტიკებს.

მისი განცხადებით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლო და უსაფუძვლოა, ასევე ის აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ფინანსური პრობლემები არ გააჩნია.

''მე არ ვეთანხმები საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ უნივერსიტეტს აქვს ფინანსური პრობლემები. უნივერსიტეტს აქვს საკმარისი ფული იმისთვის, რომ ხვალ რომ დადგეს მთილანად დაფარვის საჭიროება დაფაროს ეს დავალიანება და ამით ფუნქცინორებს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ჩემი აზრით საბჭოს გადაწყვეტილება იყო სრულიად უსაფუძვლო და ამასთან, არასამართლიანი უნივერსიტეტის მიმართ. საბჭოს გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა ჩვენს მიერ ჩატარებულ მოკველვას'' - აცხადებს ექსპერტი და ილიუნის პროფესორი ნანა დიხამინჯია.



თეგები :