• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

BASSIANI-ის რეზიდენტები 15 სექტემბერს მოსკოვში დაუკრავენ

15 სექტემბერს კლუბ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავენ.

ფესტივალის ოფიციალური გვერდის ცნობით, ბასიანის გუნდი მოსკოვში, მის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ეროლ გელბახიანთან ერთად ჩაფრინდება იმისათვის, რომ თბილისური ტექნო-წვეულებების თავისუფლებისმოყვარე ატმოსფერო გააცოცხლოს.

Red Bull Music Festival Moscow წერს, რომ „მოსკოველების წინაშე წარსდგებიან“ კლუბის რეზიდენტები: Bassiani Records-ის არტდირექტორი თორნიკე Kvanchi კვანჭიანი, დიტო Mercurrio ჩიქოვანი და ზუკა ბაბუნაშვილი, ფსევდონიმით Zesknel.



თეგები :

ბასიანი