• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

ავარია თბილისში - დასუფთავების სამსახურის ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა

თბილისში ავარიისას დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. ინციდენტი მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დასუფთავების მანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც "თბილსერვისის" ერთი თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე თანამშრომელი და მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები :