• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ხორცის შეძენისას (ვიდეო)

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მორიგი რეკომენდაციით მიმართავს და ავრცელებს ინფორმაციას, რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა ხორცის შეძენისას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვასილ ბასილაძე ხორცის შენახვის პირობებს ასახელებს და ამბობს, რომ სამაცივრე განყოფილებაში იდეალური პემპერატურა +6 გრადუსია.

ხორცზე მიკრულ ეტიკეტზე უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ნომერი, ასევე დამზადების თარიღი და საათი. საქონლის საყურე ნომერი. ამასთან, ხორცი არ უნდა იყოს მუქი შეფერილობის და არ უნდა ჰქონდეს ლორწოვანი გარსი.

სურსათის სააგენტოს წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დარეკეონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.

თეგები :