• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

ხანძარი ლენტეხში - ზესხოში ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა

ლენტეხის სოფელ ზესხოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გვიან ღამით ხანძრის რამდენიმე ახალი კერა გაჩნდა, თუმცა მასშტაბები არ გაზრდილა, - ამის შესახებ საზოგადოებრივს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული.

„მალე ვერტმფრენი ჩაერთვება. ღამის განმავლობაში რამდენიმე მცირე კერა გაჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხერხდება ლიკვიდაცია. ხანძარი დაახლოებით ორ ჰექტარზეა“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ლენტეხის ტყეში ხანძრის მიზეზად მეხის დაცემა სახელდება.

თეგები :