• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

საქართველოში რობოტი სოფია ჩამოდის

17-19 ივლისს საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა. ის სიტყვით გამოვა “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტზე, რომელსაც მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

სამიტის ვებგვერდზე წარმოდგენილი დღის წესრიგის თანახმად, რობოტი საჯარო სერვისებისა და ინოვაციების სესიაზე აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, 14:30 საათზე წარდგება. სესია მთაწმინდის პარკში გაიმართება.

რობოტი „სოფია“ კომპანია Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. 2017 წელს რობოტმა საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რობოტს მოქალაქეობა მიანიჭეს.

თეგები :

რობოტი სოფია