• თბილისი
  • 27°C
  • 25 სექტემბერი, 2018
article

"ირანელი ქალები ბევრ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, ეგვიპტელები არ არიან ლამაზები, ყველაზე ლამაზები პოლონელი ქალები არიან" - რას წერენ ფეხბურთის გულშემატკივარი მამაკაცები მსოფლიო ჩემპიონატის ფან ქალებზე?

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში გულშემატკივარი ქალების კადრების გარეშე წარმოუდგენელია. ისევე როგორც სხვა ჩემპიონატებზე, ახლაც აურაცხელი ფოტო და ვიდეომასალა ქვეყნდება იმ ფანი ქალებისა, ვინც თავისი ქვეყნის გუნდებს სტადიონებზე მხარს ტრიბუნებიდან უჭერს.

სოციალურ ქსელებში ფანი ქალების სილამაზეზე სხვადასხვა მოსაზრებები იწერება. ბევრი მამაკაცი სხვადასხვა ქვეყნებიდან აღნიშნავს, რომ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის, რუსეთის წარმომადგენელი ქალები მშვენიერები არიან. მოწონებით სარგებლობს პოლონელი, ბრაზილიელი, შვეიცარიელი, გერმანელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი გოგონების ფოტოებიც. თუმცა, გამოერია ისეთი მოსაზრებებიც, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი ქვეყნის ქალბატონები გააკრიტიკეს. მაგალითად, ერთ-ერთმა ფანმა ახალგაზრდა მამაკაცმა გაერთიანებული საემიროებიდან დაწერა, რომ ირანელი ქალები არ მოწონს, რადგან ისინი ბევრ პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, განსაკუთრებით ცხვირის და არ არიან ნატურალურები. მას უამრავი მომხმარებელი დაეთანხმა. ზოგიერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელი ფანი ქალები არ არიან ლამაზები, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან მოსწონთ პოლონელები, რუსები და გერმანელები.