• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი თბილისშია

საქართველოს ცნობილი ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვია. მწერალი 23 ივნისს მკითხველთან შეხვედრას თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს.

მიშელ უელბეკს მასპინძლობას თბილისში, დავით გარეჯსა და ყაზბეგში არჩილ ქიქოძე გაუწევს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ მათი მიზანია მსგავსი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყონ, ერთი მხრივ, მსოფლიო ლიტერატურულ სივრცეში ქართული ლიტერატურის როლისა და მნიშვნელობის გაზრდას და, მეორე მხრივ, ქართული და ფრანგული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.