• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

გარდაბანში მერცხლის ალბინოსი ბარტყი დააფიქსირეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში, ადგილობრივებმა მერცხლის უცნაური ბარტყი დააფიქსირეს. სრულიად თეთრი, სავარაუდოდ ალბინოსი ბარტყი მოსახლეობამ ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არსებულ ბუდეში შენიშნა.

ალბინიზმი ფრინველებში უიშვიათესი მოვლენაა და მისი განვითარების შანსი 18 000-ში ერთია. განსაკუთრებით იშვიათია ალბინიზმი მერცხლებში და ამ დრომდე, მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული. 

თეგები :