• თბილისი
  • 28°C
  • 16 ივლისი, 2018
article

1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიციელთა სოციალურ პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 1-ლი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი 250 ლარით გაეზრდება.

"საპატრულო პოლიციის მიმართულებით ჩვენი სერვისები იქნება უფრო ხარისხიანი და უფრო მრავალფეროვანი. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფის და სოციალური გარანტიების კომპონენტი. ამიტომ, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ 1 ივლისიდან 13200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდებათ 250 ლარით. ეს არის ის მინიმუმი რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელზეც ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ დიდწილად არის ის საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გაკეთებული, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, თავიდანვე ვთქვით, რომ ადმინისტრაციულ ნაწილში შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ძალიან სერიოზული გადახრა ადმინისტრაციულ ფუნქციებზე დანახარჯების კონტექსტში, ჩვენ შევამცირეთ ბოლო 7 თვის განმავლობაში 500 ზე ცოტა მეტი ადმინისტრაციული პოზიცია. რამაც მოგვცა საშუალება, როგორც ტექნოლოგიურ ნაწილში გაგვეახლებინა აღჭურვილობა, ასევე გაგვეზარდა ხელფასები და ასევე მინდა გითხრათ, რომ ის კომპონენტი რომელზეც ეხლა მე ვსაუბრობ, მაგალითად, ქვეითი პატრულირება რომელიც 120 საშტატო ერთეულით ზრდის საპატრულო პოლიციას, ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ბიუჯეტიდან დახმარების გარეშე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეგები :