• თბილისი
  • 33°C
  • 19 ივლისი, 2018
article

ქართველი ქალი, რომელმაც ისლამი პირდაპირ ეთერში მიიღო, ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი გახდა

ქართველი ქალი, ნანა ახალაია, ვინც თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში ისლამი პირდაპირ ეთერში მიიღო, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან, სოციალურ ქსელებში ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი გახდა.

ვიდეოს გავრცელებისთანავე, ქალბატონის მისამართით უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერა, მათ შორის მუქარაც. მომხმარებლები ქალბატონს მოუწოდებენ, საერთოდ აღარ ჩამოვიდეს "ქართულ მიწაზე."

სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებმა ისლამის რელიგიის მისამართითაც არატოლერანტული და დისკრიმინაციული განცხადებები გაავრცელეს.

ქართველი ქალის მიერ ისლამის მიღების ცერემონიას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. რიტუალს ერთ-ერთი თურქული არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.