• თბილისი
  • 30°C
  • 22 ივნისი, 2018
article

ზაზა სარალიძე ნათია მეზვრიშვილს: თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ

„თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ“, - ამ სიტყვებით ზაზა სარალიძემ შს მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს მიმართა. 

სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნათია მეზვრიშვილის მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რა გითხრათ ქალბატონო ნათია. არც კი ვიცი რა სიტყვებით შევაფასო თქვენი დღევანდელი განცხადებები. მხოლოდ ერთს გეტყვით, თქვენც იმ სადისტური მკვლელობის მონაწილე ხართ და იმ მკვლელების სიაში ხართ, ვინც ჩემს შვილზე ხელი ასწია იმ საზარელ დღეს“, - წერს სარალიძე. 

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, შსს-მ მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მკვლელის ვინაობა უთხრა. მეზვრიშვილის განცხადებით, ძალოვანმა უწყებამ ეს მაშინ უთხრა, როცა დანაშაულში ბრალდებული პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა.

„თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს, - ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილმა „TV პირველის“ ეთერში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიმდინარე ხელახალი გამოძიების თაობაზე საუბრისას განაცხადა.