• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„ეს უკვე ზედმეტია... ქრისტიანობაზე, რომელიც გვწამს, ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს“

ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოსა და ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე, ფეისბუქის გვერდზე გიორგი გაბუნიას დღევანდელ გადაცემას ეხმაურება და წამყვანის მიმართ კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.

ლაშა ტალახაძის განცხადებით, გაბუნიას სარწმუნოებაზე ქილიკის უფლება არ აქვს.

„ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს", - წერს ლაშა ტალააძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "არჩევანი"-ს დღევანდელი თემის "ცენზური გარეშე" წინასიტყვაობა წამყვანამ გიორგი გაბუნიამ, მხარტვარ ლიკა უკლებას შესრულებული ე.წ. "თვითმკვლელი მარიამის" შეფასებით დაიწყო, რომელიც სტუდიაში იყო მოტანილი და განაცხადა: სათამაშო პისტოლეტია, თავს ვერ მოიკლავს, ცოცხალი დარჩება, იესოსაც გააჩენს