• თბილისი
  • 28°C
  • 22 აგვისტო, 2018
article

„დაიჭირეს! მიხარია,რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა“

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია. ჟურნალისტი ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დაიჭირეს! მიხარია,რომ ამჯერად მაინც აგებს პასუხს მანიაკი იმ დანაშაულის გამო, რასაც წლებია ჩადიოდა. ყველამ უნდა აგოს პასუხი მსგავსი ძალადობისთვის! თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შეურაცხადია, გამოკეტონ იქ, სადაც უნდა უმკურნალონ. 

დღეს პირველად დავიძინებ მშვიდად ამდენი წლის შემდეგ... Sophio Mdinaradze- მადლობა ოპერატიულობისთვის! ღიად გიხდით მადლობას! აღარ მქონდა პოლიციის იმედი, დღეს მადლობას გიხდით“, - აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გუშინ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით იმყოფებოდა. წერილში ჟურნალისტი საუბრობს, რომ უცნობი მამაკაცი 2011 წლიდან ურეკავს და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობს.

საქმესთან დაკავშირებთ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც მუქარას გულისხმობს.